
პროექტი: აგროჰაბი
ობიექტზე შესრულდა გათბობა, ვენტილაცია და ჰაერის კონდიცირება, ასევე ცხელი და ცივი წყლის მომარაგება. დამონტაჟდა ჰაერმოდინებითი დანადგარები, VRF სისტემა, ბოილერები, გამწოვი ვენტილატორი, საჰაერო ფარდები, ქვაბები და ბოილერები.
სისტემაში ინტეგრირებული პროდუქციის მწარმოებლები:
Ventiair, Gree, Sigma, Systemair, VTS, Navien
პროექტი: Akhasheni Wine Resort
ობიექტზე შესრულდა გაგრილება-ვენტილაციის სამუშაოები. გაგრილების სისტემა აწყობილია ჩილერ-ფანკოილის სისტემაზე. ობიექტზე ასევე მოეწყო სამზარეულოს, რესტორნის და 42 სასტუმრო ნომრის სავენტილაციო სისტემა.
სისტემაში ინტეგრირებული პროდუქციის მწარმოებლები:
Gree, Sabiana, Mitsubishi, Salda, Tezel
პროექტი: მერსედესი
პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ობიექტზე შესრულდა გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების სამუშაოები. მოეწყო საქვაბე, სატუმბო სადგური, დამონტაჟდა ბოილერები, სამაცივრე დანადგარი - „ჩილერი“, რადიაციული პანელები, მოდინებით-გამწოვი სავენტილაციო დანადგარები, ფენკოილები და VRF სისტემა.
სისტემაში ინტეგრირებული პროდუქციის მწარმოებლები:
VentiAir, SystemAir, Sabiana,VRF Gree, Mitsubishi Electric Hydrinic Systems, Termodinamik, F.B.R, Mastas, Sigma, Calpeda, Willo, Dab, Nuova lmas
თერმა გათბობა, ვენტილაცია, კონდიცირების სექტორში მოღვაწე წამყვან საერთაშორისო მწარმოებლებთან თანამშრომლობს. კომპანიის არსებობის 22 წლის მანძილზე ჩვენი ურთიერთობები მნიშვნელოვნად გამყარდა და ახლა, მსხვილი საერთაშორისო თუ ლოკალური, სახელმწიფო თუ კერძო პროექტების ჭრილში მათი ფასდაუდებელი ექსპერტიზით ვხელმძღვანელობთ.